თეგებით ძიება

რუსეთის არასათანადოდ შეფასებამ შესაძლოა, გამოიწვიოს მნიშვნელოვანი შედეგები - იენს სტოლტენბერგი

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა შვედეთში, უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთის არასათანადოდ შეფასებამ შესაძლოა, გამოიწვიოს მნიშვნელოვანი შედეგები ჩრდილოეთ რეგიონის უსაფრთხოებისთვის.

„თუ ჩვენ გვინდა მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით გადაწყვეტა, რომელშიც უკრაინა გადარჩება, როგორც დამოუკიდებელი დემოკრატიული ქვეყანა ევროპაში, ამის მისაღწევად ყველაზე სწრაფი გზაა უკრაინის მხარდაჭერა. იარაღი ნამდვილად არის გზა მშვიდობისკენ. მოსკოვის რეჟიმს სხვა ევროპა სურს. მას სურს მეზობელი ქვეყნების კონტროლი და დემოკრატიასა და თავისუფლებას საფრთხედ ხედავს. ეს რუსეთს დასავლეთთან მუდმივი დაპირისპირების მდგომარეობაში აყენებს. ამიტომ, ეს ომი რომც დასრულდეს, რუსეთთან ურთიერთობაში პრობლემები შენარჩუნდება”,- აცხადებს სტოლტენბერგი.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა