პოლონეთის ხელისუფლება არ შეწყვეტს ბრძოლას პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის - რას ამბობს პოლონეთის სეიმის თავმჯდომარის მოადგილე?
პოლონეთის სეიმის თავმჯდომარის მოადგილემ, მალგოჟატა გოშევსკამ განაცხადა, რომ მათი ხელისუფლება არ შეწყვეტს ბრძოლას პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის.
მისი თქმით, პოლონეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათ შორის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ, პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ, ისევე როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა ზბიგნევ რაუმ, ქართულ მხარესთან ორმხრივი მოლაპარაკებების დროს და საერთაშორისო ფორმატის შეხვედრებზე სააკაშვილის პატიმრობის საკითხი არაერთხელ წამოჭრეს.
„შეიძლება ითქვას, რომ ის ჩვენს თვალწინ კვდება, მთელი მსოფლიოს თვალწინ და ამაში საქართველოს ხელისუფლების ხელი ურევია“, - განაცხადა სეიმის ვიცე- სპიკერმა.
მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.