თეგებით ძიება

იმედი მაქვს, ყველას მიეზღვევა, ვინც მის ამ უკანონო პატიმრობაში, ტანჯვასა და მოწამვლაში მიიღო მონაწილეობა - გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

დღეს საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი იმართება.

პროცესზე სააკაშვილის დედა, გიული ალასანია მივიდა, რომელმაც განაცხადა, რომ მისი შვილი მოწამლულია.

"ადამიანი არის მოწამლული. ვიდრე არ გამოვა ეს საწამლავი მისი ორგანიზმიდან, იქნება ძალიან ცუდად და შეიძლება საერთოდ აღარ იყოს... სასამართლოები ჭიანურდება, რაც მისთვის ძალიან საზიანოა. იმედი მაქვს, ყველას მიეზღვევა, ვინც ამ უკანონო პატიმრობაში და მის ტანჯვაში და მოწამვლაში მიიღო მონაწილეობა“, - განაცხადა ალასანიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა