თბილისის საქალაქო სასამართლოში, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს.
სხდომას სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე დისტანციურადაც არ ესწრება.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე უცხოელ ექსპერტს, შაჰინ ემანუელ ლაჰანის დაკითხავენ. ის ჩვენებას დისტანციურად მისცემს.
მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.