თეგებით ძიება

არავის უნდა ეგონოს, რომ მიხეილ სააკაშვილის ნელი მოკვდინების სპეცოპერაცია ვინმეს შერჩება - რას ამბობს პაატა მანჯგალაძე?

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი, პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ მსჯავრდებული პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ნელი მოკვდინების სპეცოპერაცია არავის შერჩება.

„ორი მექანიზმი არსებობს. „ნაციონალურ მოძრაობას“ ინიცირებული აქვს საგამოძიებო კომისიის შექმნა და შესაძლებელია საგანგებო რეჟიმში შეკრება და ვინც თავს ოპოზიციად თვლის, ასეთი 50 ადამიანი ნამდვილად მოიძებნება პარლამენტში, შევქმნათ საგამოძიებო კომისია და ამ გზით წავიდეთ. ან მეორე, თუ ეს არ ხერხდება, შეიქმნას რაღაც სამუშაო ფორმატი და გამოვკვეთოთ ის ადამიანები, ვისაც ბრალი მიუძღვით მიხეილ სააკაშვილის იმ ყოფაში, რა მდგომარეობაშიც ის დღეს იმყოფება. ვითომ მკურნალობის შედეგად მდგომარეობა სავალალოა.

ზღვარზეა მისული, რამდენჯერ დაკარგა გონება. რას ველოდებით? ადამიანი ნელი სიკვდილით გარდაიცვალოს?“ – აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა