თეგებით ძიება

ყველას მიეზღვება, ვინც ჩემი შვილის ტანჯვასა და მოწამვლაში მიიღო მონაწილეობა - რას ამბობს გიული ალასანია?

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა, რომ ყველას მიეზღვება, ვინც მისი შვილის ტანჯვასა და მოწამვლაში მიიღო მონაწილეობა.

„ადამიანი არის მოწამლული და ვიდრე არ გამოვა ეს საწამლავი მისი ორგანიზმიდან, იქნება ძალიან ცუდად და შეიძლება საერთოდ აღარ იყოს. სამწუხაროდ, სასამართლოები ჭიანურდება, რაც მისთვის ძალიან საზიანოა. ამასობაში გამოვიდა მაკფოლის სტატია, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ასევე Wall Street Journal-ში დაიბეჭდა ჩემი შვილის სტატია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

აქ გაისმის ხანდახან ასეთი შენიშვნები, რომ აი სიმულიანტობს, სიმულანტების და აფერისტების სტატიები იქ არ იბეჭდება, ყველანაირად გაცხრილულია და ზუსტად იციან რას ბეჭდავენ და ვის უბეჭდავენ", - განაცხადა ალასანიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა