"ლიზა ერქმევა თუ გიორგი, ჩემთვის - უფლის ქმნილებაა. ის ვა"შ"კაცები უკეთეს მდგომარეობაში გგონიათ "ჩემიდედას..." რომ იგინებიან და, ფაქტიურად, ინცესტს აღიარებენ?" - დედა სიდონია
დედა, სიდონია ბელგიაში გარდაცვლილ ტრანსგენდერ ლიზა ქისტაურზე წერს და აღნიშნავს, რომ არ აქვს მნიშვნელობა მას რა ერქმევა - მისთვის ის უფლის ქმნილებაა.
"მაგალითად - თეონა, კაცის სახელია და ასე უამრავი სხვა... ლიზა ერქმევა თუ გიორგი, ჩემთვის - უფლის ქმნილებაა.
ის ვა"შ"კაცები უკეთეს მდგომარეობაში გგონიათ "ჩემიდედას..." რომ იგინებიან და ფაქტიურად ინცესტს აღიარებენ?", - წერს დედა სიდონია.
შეგახსენებთ, რომ ტრანსგენდერი, ლიზა ქისტაური, რომელიც მანამდე ცნობილი იყო როგორც გიორგი ქისტაური, ბელგიის ქალაქ ანტვერპენში გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების მიზეზი უცნობია.