თეგებით ძიება

გონების გარდამავალი დაკარგვა, კრუნჩხვები, მიხეილ სააკაშვილს აქვს დაუზუსტებელი დემენცია - რას ამბობს ამერიკელი ნევროლოგი?

ამერიკელმა ნევროლოგმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, ემანუელ ლახანმა განაცხადა, რომ მსჯავრდებული პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სერიოზული დაავადებები ხელისშემშლელი ფაქტორია სასჯელის მოხდისთვის.

"მე, როგორც ნევროლოგი, მივიჩნევ, რომ ის სერიოზული დაავადებები ხელისშემშლელი ფაქტორია სასჯელის მოხდისთვის.

გონების გარდამავალი დაკარგვა, კრუნჩხვები, მას აქვს დაუზუსტებელი დემენცია, ტემპერატურის და წნევის სწრაფი ცვლილება, მნიშვნელოვნად გამოხატული პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, სახეზეა პოლიფარმაცია, მრავლობითი წამლების დანიშვნის შემთხვევა, კუნთების მნიშვნელოვანი განლევა", - განაცხადა ამერიკელმა ნევროლოგმა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა