თეგებით ძიება

ავარია თელავში - მანქანა სიმაღლიდან გადავარდა

ავარია თელავში - ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

"მთავარი არხის" ინფორმაციი8თ, ერეკლე II-ის გამზირზე მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და "ბატონის წყალთან" ჯერ რკინის კონსტრუქციას შეეჯახა, შემდეგ კი რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

თვითმხილველების თქმით, დიდთოვლობის გამო მძღოლს მანქანა მოუცურდა.

ადგილზე საპატრულო პოლიცია, სასწრაფო და სამაშველო სამსახურის წარმომადგნლები იმყოფებოდნენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა