თეგებით ძიება

"2 წელი ვმუშაობდით და შევქმენით ის, რამაც კოვიდის პანდემიის დროს, პრაქტიკულად, გადაარჩინა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე" - რას წერს გიორგი ფხაკაძე?

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე პროექტზე წერს, რომელზეც ინდოეთში იმუშავა და რომლის შედეგად მილიონობით ადამიანი გადარჩა.

"2016 წლის იანვარში გაშვებულიქნა გამოყენებითი ეპიდემიოლოგიის ონლაინკურსი ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროსთვის.
დღეს ეს კურსი ინდოეთის უწყვეტი სამედიცინო განათლების ქვაკუთხედია.
ეს იყო რთული, მაგრამ საკმაოდ მნიშვნელოვანი მიღწევა. 12 უძლიერესი ექსპერტი თითქმის 2 წელი ვმუშაობდით და შევქმენით ის, რამაც უკვე 2020 წელს, კოვიდის პანდემიის დროს, პრაქტიკულად, გადაარჩინა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე ინდოეთში.
მე ვამაყობ იმით, რომ ჩემი ცოდნა და გამოცდილება გამოადგა ინდოეთის სახელმწიფოს და ინდოელ ხალხს", - წერს ფხაკაძე.
#drpkhakadz
#გიორგიფხაკაძე


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა