საოცარი მოვლენა - უახლოეს კვირებში, შეიძლება დავინახოთ კომეტა, რომელიც ცაზე ბოლოს 50 000 წლის წინ გამოჩნდა
უახლოეს კვირებში, შეუიარაღებელი თვალით შეიძლება დავინახოთ ახლად აღმოჩენილი კომეტა, რომელიც ჩვენს ცაზე ბოლოს 50 000 წლის წინ ჩანდა. კომეტას C/2022 E3 (ZTF) უწოდეს და ის 2022 წლის მარტში, პროგრამა Zwicky Transient Facility-ის ფარგლებში შენიშნეს, როდესაც მან იუპიტერს ჩაუარა.
მზის სისტემის შორეული, ყინულოვანი მისადგომებიდან მომავალი კომეტა მზესთან ყველაზე ახლო წერტილში 12 იანვარს გაივლის, დედამიწასთან კი 1-ელ თებერვალს.
მისი დანახვა შესაძლებელი იქნება ბინოკლით და სავარაუდოდ შეუიარაღებელი თვალითაც, თუკი ცა ზედმეტად არ იქნება გადანათებული მთვარის ან ქალაქის სინათლით.
კომეტა ყინულისა და მტვრისგან შედგება და გამოყოფს მომწვანო ნათებას. პარიზის ობსერვატორიის ასტროფიზიკოსის, ნიკოლა ბივერის განცხადებით, მისი დიამეტრი დაახლოებით ერთი კილომეტრია.