თეგებით ძიება

„ნაცმოძრაობას“ ბუმერანგივით უბრუნდება უკან საკუთარი ქვეყნის სიძულვილი - რას ამბობს რატი იონათამიშვილი?

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, „ნაცმოძრაობას“ ბუმერანგივით უბრუნდება უკან საკუთარი ქვეყნის სიძულვილი.

„ცხადია, ეს განცხადება უფრო კომიკური ჟანრისაა, თუმცა ჩემთვის ყველაზე საინტერესო არის „ნაცმოძრაობის“ რეაქცია.

თუ ისინი არ ემიჯნებიან, რასაც ჩვენ ვხედავთ რეალურად, ეს ნიშნავს, რომ ისინი იზიარებენ ამ ადამიანის განცხადებას. ჩვენი საზოგადოება ზუსტად ხედავს, ვინ არის „ნაციონალური მოძრაობა“, რა მიზნები და ამოცანები აქვს. ეს ბატონი სწორედ მათ ოცნებებს ახმოვანებს სინამდვილეში, მაგრამ კარგია ის, რომ „ნაცმოძრაობას“ ბუმერანგივით უბრუნდება უკან საკუთარი ქვეყნის სიძულვილი“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებით, უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ კომპლექსების დაბრუნება სთხოვა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა