"რანაირი კაცია ეს ბიძინა. მორიდებული. პირდაპირ თქმა ესიკვდილება. ზაზასგან უნდა ვიგებდეს ასეთ ამბებს?!" - რას წერს ვახო სანაია?
ჟურნალისტი, ვახო სანაია სოციალურ ქსელში ეხმაურება ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის განცხადებას, რომლის თანახმად აშშ-ს რამდენიმე ოჯახი მართავს.
"თუ ამხელა ამერიკას რამდენიმე ოჯახი მართავს, რატომ არ შეიძლება, ამ პატარა საქართველოს ერთი ოჯახი მართავდეს ?!
რანაირი კაცია ეს ბიძინა. მორიდებული. პირდაპირ თქმა ესიკვდილება. ზაზასგან უნდა ვიგებდეს ასეთ ამბებს ?!", - წერს ვახო სანაია.
ცნობისთვის, ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილმა განაცხადებით, ამერიკას პრეზიდენტი ჯო ბაიდენი არ მართავს, არამდედ რამდენიმე ოჯახი.