გმირი კაცი ერშიც გმირია და ციხეშიც გმირია. მე გამოვიდოდი და თვითონ ვიტყოდი, რომ დამენახა კაცური საქციელი - რას ამბობს მეუფე იაკობი მიხეილ სააკაშვილზე?
გმირი კაცი ერშიც გმირია, ბრძოლაშიც გმირია და ციხეშიც გმირია. გადაგვაყოლეს ახლა - მე გამოვიდოდი და თვითონ ვიტყოდი, რომ დამენახა კაცური საქციელი, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა, სადაც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საუბრობდა.
"დღევანდელ სიტუაციაში ქართველი ხალხის იგნორირება არ შეიძლება. კონკრეტულ ლიდერებს კი არ უნდა დაუჭირონ მხარი, ხალხის აზრი უნდა გაითვალისწინონ. შაჰ-აბასზე და თემურ-ლენგზე ტყუილად არ ვლაპარაკობდი... შენ რა იცი, უცხოელმა, ჩემს ისტორიაში ვინ არის კარგის გამკეთებელი? რომ მეუბნები, რომ ვიღაც დემოკრატიის შუქურაა, შენთვის შეიძლება იყოს, ჩემთვის კი, იქნებ, გავა წლები და შეიძლება მათ რიგებში ჩავაყენოთ... გმირი კაცი ერშიც გმირია, ბრძოლაშიც გმირია და ციხეშიც გმირია.
გადაგვაყოლეს ახლა - მე გამოვიდოდი და თვითონ ვიტყოდი, რომ დამენახა კაცური საქციელი. ხომ ხედავს, როგორია ხალხის რისხვა, გამოსულიყო და ეთქვა - მინდოდა, კარგი ქვეყანა ამეშენებინა, მაგრამ მეც ვერ მივაქციე ყურადღება, ვიღაცამ რაღაც დააშავა, ჩემი ბრალია... ხომ სხვანაირად შევხედავდით? როცა უნდა ქართველთა პრეზიდენტია, როცა უნდა - უკრაინელია... ნუ გამოეშვათ თავიანთი ქვეყნის საჯარო სამსახურში მყოფ ადამიანს და ეს ამბები არ იქნებოდა“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.