"ბიძინას გაუჩნდა შიში, რომ შეიძლება, ბაიდენმა რაღაც თქვას სააკაშვილზე" - რას წერს ვახო სანაია?
ჟურნალისტი, ვახო სანაია სოციალურ ქსელში წერს, რომ "ქართული ოცნების" დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს გაუჩნდა შიში, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე რაღაც თქვას.
"ახლა კი სერიოზულად.
როგორც ჩანს, ბიძინას გაუჩნდა შიში, რომ შეიძლება, ბაიდენმა რაღაც თქვას სააკაშვილზე.
რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა მაკფოლის მოსაზრება, რომელმაც განაცხადა, რომ ბაიდენმა ზურაბიშვილს სააკაშვილის შეწყალებისკენ უნდა მოუწოდოს.
მაკფოლი წონიანი დიპლომატია, სერიოზული კავშირებით. ის ამერიკის ყოფილი ელჩია რუსეთში, ახლა კი უკრაინის საკითხზე სანქციების საერთაშორისო ჯგუფის კოორდინატორია.
შათირიშვილის სახელით გამოქვეყნებული ეს წერილი სინამდვილეში პრევენციული ზომაა. თუ ბაიდენი მართლაც რამეს იტყვის სააკაშვილზე, ესენი აქედან დასცხებენ დაფდაფებს - აი, ხომ ვამბობდით, ბაიდენს, რომელიც ასაკშია, რეალობა დაკარგული აქვს და ჰაერს ართმევს ხელს, ათქმევინეს სააკაშვილის შეწყალებაზეო", - წერს სანაია.