თეგებით ძიება

ვინ არის რუსეთში მოკლული ქართველი მზარეული?

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში, რესტორან "თბილისოში" მოკლული მზარეული, სოსო ბერაიაა.

კაცი 36 წლის ტაჯიკმა ქალმა ცივი იარაღის გამოყენებით მოკლა, რომელიც ამავე რესტორანში ჭურჭლის მრეცხავად მუშაობდა.

რუსულ ტელეგრამის გვერდებზე დაპირისპირების ამსახველი ვიდეო კადრებიც ვრცელდება. ვიდეოში ჩანს, რომ ფიზიკურ დაპირისპირებას წინ სიტყვიერი შელაპარაკება უძღოდა. დაპირისპირება სამზარეულოში დაიწყო, სადაც კაცი დანით შეიარაღებული ქალის გაკავებას ცდილობდა, თუმცა საპასუხოდ რამდენიმე ჭრილობა მიიღო მუცლისა და მკერდის არეში. დაჭრილი ადგილზევე გარდაიცვალა. შემთხვევას კიდევ ორი თანამშრომელი შეესწრო.


წყარო - "პრაიმტაიმი"


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა