"ვემიჯნებით განცხადებას... არსად ტანკებით გადავლას არ ვაპირებთ, მითუმეტეს ჩვენს სამშობლოში" - უკრაინაში მებრძოლი ქართველი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
უკრაინაში მებრძოლი ქართველი, ვანო ნადირაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ უკრაინაში მებრძოლი ქართველები საქართველოში ჩამოსვლას და სამოქალაქო ომში ჩართვას არ აპირებენ.
"მოკლე განცხადებას გავაკეთებ.
მე არ მინახია, მაგრამ ახლა დამირეკეს რომ, ვიღაც ორ ადამიანს ჩაუწერია ვიდეო, მუქარებით რომ ჩავალთ საქართველოში ტანკებით და გადავუვლით და ასე შემდეგ. რაც უცებ აიტაცა "პოსტივიმ" და "იმედმა" სახელისუფლებო ტელევიზიებმა.
მე და ის მებრძოლები, ვინც ჩემ გარშემოა, ვემიჯნებით ასეთ განცხადებას და გამონათქვამებს, მიუხედავად იმისა, რომ დიახ, დღეს საქართველოში ის ხელისუფლებაა, რომელიც ჩვენი ქვეყნის უბედურებაა პირდაპირი გაგებით, არამც და არამც ჩვენ თვითონ არ დავუშვებთ რაიმე სამოქალაქო დაპირისპირებას და მითუმეტეს შეიარეღებულს, ჩვენ უკვე ვიყავით ასეთ დიდ ჭაობში და წუმპეში.
ამიტომ მეც და ჩემი მეგობრებიც, ვინც ჩემს გარშემოა, ( მე არ მაქვს უფლება ყველას მებრძოლის სახელით ვილაპარაკო) ვემიჯნებით ასეთ განცხადებას და არსად ტანკებით გადავლას არ ვაპირებთ მითუმეტეს ჩვენ სამშობლოში.
ჩვენ ვიდგებით იქ, სადაც ჩვენი ერია და ერის ინტერესები.
დიდება საქართველოს, დიდება უკრაინას!!!", - წერს ვანო ნადირაძე.