არ გამოეშვათ სააკაშვილი, დაეჭირათ საზღვარზე, ეს ამბები არ იქნებოდა - მეუფე იაკობი უკრაინის ხელისუფლებას
ბოდბელი მიტროპოლიტი, მეუფე იაკობი უკრაინის ხელისუფლებას აკრიტიკებს.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს ციხეში ყოფნის ეშინია.
"სააკაშვილს ციხეში ყოფნის ეშინია. როცა უნდა, ქართველი იყო, ქართველთა პრეზიდენტი, როცა უნდა, უკრაინელია.
არ გამოეშვათ! დაეჭირათ თავიანთ საზღვარზე და ეს ამბები არ იქნებოდა. უკვე 16 წელია, ქვეყნის აოხრება მიდის ამათი მხრიდან ["ნაციონალური მოძრაობა"] 2007 ის ბოლოდან უკვე წავიდა წინააღმდეგობა.
ღმერთი მაგათ არ უნდათ, ჩვენი ისტორია მაგათ არ უნდათ, არაფერი არ უნდათ! იმ ხალხს, რომლებსაც ამწარებდნენ, წესიერად მოექცენენ და შენდობა ითხოვონ, თორემ ვინ რა იცის, ევროპარლამენტარი იქნება, თუ ყოფილი დიპლომატი იქნება, რომელი ქვეყნის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს..
ადამიანები ვართ, ჩვენც გვეშლება, ყველა ქრისტიანი ტაძარში იმიტომ დავდივართ და აღსარებას იმიტომ ვიძახით, ჩვენს შეცდომებს ვაღიარებთ ღვთის წინაშე, მასე მართლები როგორ არიან, რომ ჩვენთან ბოდიშის მოხდა არ უნდათ", - განაცხადა მეუფე იაკობმა.