თეგებით ძიება

მიხეილ სააკაშვილის მორიგი პროცესი 11 იანვარს ჩაინიშნა

ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი 11 იანვარს, 12:00 საათზე გაიმართება. ამის შესახებ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მოსამართლე გიორგი არევაძემ გამოაცხადა.

დღევანდელ პროცესზე მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე იმსჯელეს. სხდომაზე რამდენიმე მოწმე გამოიკითხა. დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა, რომ პროცესები ყოველდღიურ რეჟიმში ჩატარდეს, თუმცა მოსამართლე არევაძის თქმით, სხდომები ყოველდღიურად "ფიზიკურად ვერ გაიმართება".

თავად მიხეილ სააკაშვილი პროცესს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე ვერც დისტანციურად და ვერც ფიზიკურად ვერ დაესწრო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა