თბილისში, ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა
თბილისში, ვაჟა ფშაველას გამზირზე, მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. ფაქტის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სახანძრო დახმარების ჯგუფები.
ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.