„სანამ აგვისტოს ომში საქართველოს მარცხის ავტორი-დამნაშავეები დაუსჯელნი იქნებიან, სქართველოს ომში ჩართვის მსურველნი არ დაილევა“ - ლევან მამალაძე
ქვემო ქართლში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული, სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელი, ლევან მამალაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ხვალ, 10 იანვარს პროკურატურაში ოფიციალურად შეიტანს განცხადებას, 2008 წლის ომში საქართველოს მარცხის გამომწვევი მიზეზების შესწავლის და დამნაშავე პირების გამოკვეთის მიზნით გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით.
„ხვალ 10 იანვარს 10.00 საზოგადოებრივი პლატფორმა "დაიცავი მშვიდობა", საქართველოს გენერელურ პროკურატურაში, მთავარი პროკურორის სახელზე ოფიციალურად შეიტანს განცხადებას, 2008 წლის ომში საქართველოს მარცხის გამომწვევი მიზეზების შესწავლის და დამნაშავე პირების გამოკვეთის მიზნით გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით!
სანამ 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს მარცხის ავტორი-დამნაშავე პირები დაუსჯელნი იქნებიან, სქართველოს ომში ჩართვის მსურველნი არ დაილევა. შემოუერთდით ჩვენს ინიციატივას!
საქართველოს მთავარ პროკურორს
ბატონ ირაკლი შოთაძეს
საზოგადოებრივი პლატფორმა „დაიცავი მშვიდობის“
განცხადება
სამართლიანობის აღდგენის აუცილებლობამ , მშვიდობის შენარჩუნებისთვის ბრძოლამ და გამოძიების დაუსაბუთებელმა გაჭიანურებამ , საზოგადოებაში გაამძაფრა მოთხოვნა 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს მარცხის გამომწვევი მიზეზების შესწავლის და გამოძიებისა. ამისათვის შეიქმნა ახალი საზოგადოებრივი პლატფორმა „ დაიცავი მშვიდობა“, რომელიც გამოძიების დაწყების ინიციატივით გამოდის და ამ პროცესზე დააწესებს საზოგადოებრივ კონტროლს.
რუსეთთან დანაშაულებრივი გარიგებები, დახოცილი მეომრები და მშვიდობიანი მოსახელობა, რუსეთის მიერე ოკუპირებული და აღიარებული ტერიტორიები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მოშლა და სრული ოკუპაციის საფრთხე, რუსეთისთვის ხელუხლებლად გადაცემული შეიარაღება, უამრავი დევნილი და სახლ-კარ წართმეული ოჯახი, მაშინდელი ხელისუფლების მიერ ომის დაწყების საერთაშორისო აღიარება, ევროკავშირის რეზოლუციაში ომის დაწყების დაფიქსირება, ოკუპანტისთვის სტრატეგიული ობიექტების გადაცემა, დევნილთათვის გამოყოფილი მილიარდიანი დახმარებების გაფლანგვა- მითვისება, ჯამში კი საქართველოს მარცხი ! ეს არის მაშინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მთავარსარდლობით მოტანილი 2008 წლის აგვისტოს ომის უმძიმესი შედეგები!
სახეზეა სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი უმძიმესი დანაშაული: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 308. საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა; მუხლი 312. საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ხელყოფა; მუხლი 312. საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ხელყოფა; მუხლი 319. უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება და სხვა.
მიგვაჩნია, რომ გამოძიება უნდა დაიწყოს 2006 წლის კოდორის მოვლენებით, როდესაც პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივით მტრად გამოაცხადეს კოდორის ხეობის მცველი მოსახლეობა, განახორციელეს უკანონო სისხლისსამართლებრივი დევნა, ხეობა დატოვეს ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერის გარეშე, რაც 2008 წლის აგვისტოში რუსეთისთვის კოდორის ხეობის და ძვირადღირებული შეიარაღების გადაცემის საფუძველი გახდა. ასევე შესასწავლია , თუ რა მოლაპარაკებებს აწარმოებდა მაშინდელი ხელისუფლება რუსეთთან. რა ინტერსები გააჩნდა აშშ სენატორ მაკ კეინს და სხვა უცხოელ აქტორებს ომის დაწყებასთან და სხვა.
მიუმხრობელი და სამართლიანი გამოძიების უზრუნველყოფისთვის აუცილებელი იქნება გამოცდილი სპეციალისტებით დაკომპლექტებული საგამოძიებო ჯგუფის შექმნა.
გთხოვთ, ორგანიზება გაუკეთოთ საგამოძიებო ჯგუფის შექმნა და გამოძიების დროულად დაწყებას.
ჩვენ მზად ვართ აქტიური დახმარება გაგიწიოთ ამ მეტად მნიშვნელოვან საქმეში და ვითანამშრომლოთ საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან!
პატივისცემით
საზოგადოებრივი პლატფორმა „დაიცავი მშვიდობა“
ქრონიკა ტვ იმედი
TV Imedi
ჯორჯიან თაიმსი
მალხაზ გულა-ჭინჭარაული
პირველი არხი
TV პალიტრანიუსი - TV PalitraNews
POSTV - ახალი ამბები
POSTV - ანალიტიკა
POSTV
Rustavi 2 • რუსთავი 2
TV/Radio Obieqtivi
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
Formula • ფორმულა
Kavkasia TV • ტელეკომპანია კავკასია
რადიო მაესტრო რადიო
Maestro TV
Zviad Avaliani
Ia Danelia
ასავალ-დასავალი“ - წერს მამალაძე.
ხვალ 10 იანვარს 10.00 საზოგადოებრივი პლატფორმა "დაიცავი მშვიდობა", საქართველოს გენერელურ პროკურატურაში, მთავარი...Posted by ლევან მამალაძე on Monday, 9 January 2023
გიორგი ლაღიძე
ტელეკომპანია "ობიექტივი"
TV/Radio Obieqtivi
ტიტრი ტვ პირველი
TV პირველი
Inga Dadiani