„ისეთი გეოგრაფიული მდებარეობა გვაქვს, ისეთი ისტორია და ისეთი გამოწვევები, რომ ყველას უნდა ჰქონდეს იარაღი“ - გიორგი სუხიტაშვილი
მომღერალი, გიორგი სუხიტაშვილი სოციალურ ქსელში იარაღის ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ თავის კოლექციას კიდევ ერთი იარაღი შემატა.
„საახალწლო საჩუქარი რომელიც მე გავუკეთე საკუთარ თავს. დიდი ხანია მინდა ამ ბრენდის იარაღი და დღეს კანონის სრული დაცვით გახდა ჩემი.
ასევე მინდა რამდენიმე სხვა იარაღი მაგრამ ვნახოთ რომელ ახალწელს მივალ საკუთარ თავთან თოვლის პაპასავით.
ადამიანები ვისაც კითხვა გიჩნდებათ თუ რა ჯანდაბად გინდა ეგ იარაღებიო, ან მიდი უკრაინაში წადიო იქ იომეო და ა.შ. ასეთი ადამიანები ვერასოდეს ვერ გაუგებთ იმ ადამიანებს ვისაც იარაღი უყვარს.
ჩემი მოკრძალებული აზრი თუ გაინტერესებთ, ისეთი გეოგრაფიული მდებარეობა გვაქვს, ისეთი უახლესი ისტორია და ისეთი გამოწვევები, რომ ყველას უნდა ჰქონდეს იარაღი და ყველამ უნდა იცოდეს სროლა“, - წერს გიორგი სუხიტაშვილი.
საახალწლო საჩუქარი რომელიც მე გავუკეთე საკუთარ თავს. დიდი ხანია მინდა ამ ბრენდის იარაღი და დღეს კანონის სრული დაცვით...Posted by Sukhita on Monday, 9 January 2023