თეგებით ძიება

გა­რეთ ბე­ილ­მა საფეხბურთო კარიერა დაასრულა

33 წლის უელ­სელ­მა ფეხ­ბურ­თელ­მა, გა­რეთ ბე­ილ­მა კა­რი­ე­რის დას­რუ­ლე­ბის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­და. ამის შე­სა­ხებ მან სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დაწერა.

"სე­რი­ო­ზუ­ლი და სიღ­რმი­სე­უ­ლი ფიქ­რის შემ­დეგ, საკ­ლუ­ბო და სა­ნაკ­რე­ბო კა­რი­ე­რის დას­რუ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღე.

ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა, ოც­ნე­ბა ავის­რუ­ლე - და­კა­ვე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი ჩემი საყ­ვა­რე­ლი სპორ­ტით. ამ ყვე­ლა­ფერ­მა ცხოვ­რე­ბის სა­უ­კე­თე­სო მო­მენ­ტე­ბი მა­ჩუ­ქა. უმაღ­ლეს დო­ნე­ზე 17 სე­ზონ­ზე მეტი ვი­თა­მა­შე - რაც არ უნდა იყოს ჩემი ცხოვ­რე­ბის შემ­დე­გი გვერ­დი, ამის გა­მე­ო­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა.

შე­უძ­ლებ­ლად მეჩ­ვე­ნე­ბა მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ყვე­ლა ადა­მი­ანს, რომ­ლებ­მაც ამ თავ­გა­და­სა­ვალ­ში დიდი როლი ითა­მა­შეს. ბევ­რი ადა­მი­ა­ნის წი­ნა­შე ვალ­დე­ბუ­ლე­ბად ვგრძნობ, იმის გამო, რომ და­მეხ­მარ­ნენ ცხოვ­რე­ბის შეც­ვლა­ში და ისე­თი კა­რი­ე­რა ამა­წყო­ბი­ნეს, რო­გორ­ზეც ვერც ვი­ოც­ნე­ბებ­დი მა­შინ, როცა 9 წლის ვი­ყა­ვი და თა­მა­ში პირ­ვე­ლად და­ვი­წყე.

მო­უთ­მენ­ლად ვე­ლო­დე­ბი ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ ეტაპს. ცვლი­ლე­ბე­ბის დრო და ახა­ლი თავ­გა­და­სავ­ლე­ბის შან­სია", - წერს ფეხ­ბურ­თე­ლი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა