ასე გამოიყურება სიგიჟე, სოლედარეთან მთელი მიწა სავსეა ოკუპანტების ცხედრებით - რას ამმბობს ვოლოდიმირ ზელენსკი?
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, სოლედარეთან მთელი მიწა სავსეა ოკუპანტების ცხედრებით და დარტყმების იარებით.
„სოლედარეთან მთელი მიწა სავსეა ოკუპანტების ცხედრებით და დარტყმების იარებით. აი, ასე გამოიყურება სიგიჟე. შტაბის მორიგ შეხვედრაზე მთავარი აქცენტი გაკეთდა დონეცკის და ლუგანსკის ოლქებში არსებულ ვითარებაზე - ზუსტად იმ რაიონებზე, რომლებიც ახლა ყველაზე ცხელია : ბახმუტი და სოლედარი, კრემენაია და სვატოვო“, - განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.