ნიკა მელიას საუბრის ფარული ჩანაწერი გაუვრცელეს (ვიდეო)
"ნაციონალურ მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას პარტიის თავმჯდომარის არჩევნების წინ, ფარული ჩანაწერები გამოუქვეყნეს.
აუდიო ფაილში, რომლის წარმომავლობაც დაუდგენელია, ავთენტიკურობა კი დაუდასტურებელი, გამავრცელებლის, ჯაბა წულაძის მტკიცებით, ნიკა მელია საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს უხამსი ლექსიკით მოიხსენიებს.
ნიკა მელიას თანამოაზრეებმა აუდიოჩანაწერების გავრცელებიდან მალევე გამოთქვეს ვარაუდი, რომ ამ ყველაფრის უკან მელიას კონკურენტი, ლევან ხაბეიშვილი დგას.
წყარო - "ტვ პირველი"