თეგებით ძიება

სევდიანი ამბავი უკრაინიდან - ნოვოსელოვსკას ერთ-ერთ დასახლებულ პუნქტში, რუსმა სნაიპერმა ბოლო მაცხოვრებელი, მოხუცი ქალი მოკლა

ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი გაიდაის თქმით, ნოვოსელოვსკას ერთ-ერთ დასახლებულ პუნქტში, რუსმა სნაიპერმა ბოლო მაცხოვრებელი, მოხუცი ქალი მოკლა.

"გუშინ ოკუპანტებმა ნოვოსელოვსკში 2 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, 2 კი მძიმედ დაიჭრა. ლუგანსკის ოლქში ყველა სახლი დაზიანებული ან განადგურებულია. ნოვოსელოვსკას ერთ-ერთ დასახლებულ პუნქტში, რუსმა სნაიპერმა ბოლო მაცხოვრებელი მოკლა. მოხუცი ქალი, რომელმაც სახლი არ დატოვა, ოკუპანტმა არ დაინდო", - ამბობს გაიდაი.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა