თეგებით ძიება

"სირცხვილია უკრაინისთვის ბუკის სისტემების მიცემაზე უარის თქმა!..." - რას წერს მიხეილ სააკაშვილი?

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მხრიდან უკრაინისთვის "ბუკ"-ის სისტემების გადაცემაზე უარს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"სირცხვილია უკრაინისთვის ბუკის სისტემების მიცემაზე უარის თქმა!

პრეზიდენტ იუშჩენკოს დახმარებით ჩვენ ისინი მინიმალურ ფასში ვიყიდეთ თავის დროზე. როდესაც უკრაინაში იანუკოვიჩი მოვიდა, იუშჩენკოს წინააღმდეგ საქმეც კი აღძრეს ბუკის საქართველოსთვის გადმოცემის გამო და ეს გააკეთეს რუსეთის დავალებით. უფრო მეტიც, ინსტრუქტორი - პოლკოვნიკი მამჩური, რომელიც ბუკის გამოყენებას გვასწავლიდა, რუსეთის აგენტებმა მოკლეს როვნოში 2017 წელს.

ახლა ამერიკელებმა უკრაინას გადასცეს დიდი რაოდენობით რაკეტები ბუკისთვის. რაც მთავარია, ამ ნაბიჯით ჩვენ არა მხოლოდ უკრაინელებს ვუთხარით უარი, არამედ ამერიკელებსაც, მათი ჯაველინების უკრაინისთვის სესხებაზე.

ეს არის ღალატი და ასეთი ღალატის ეპიზოდები მძიმე ლაქად დარჩება საქართველო-უკრაინის ურთიერთობების ისტორიაში", - წერს მიხეილ სააკაშვილი.


შეგახსენებთ, უკრაინამ საქართველოს სთხოვა 2008 წლის ომის დროს გადაცემული "ბუკის" კომპლექსების დაბრუნება - ეს განცხადება უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა უკრაინულ მედიაში გამოქვეყნებულ სტატიაში ისაუბრა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ კატეგორიული უარი თქვა სამხედრო დახმარებაზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა