თეგებით ძიება

არ მესმის, რატომ არ დგას საქართველო 100%-ით უკრაინის გვერდით. თუ რუსეთი გაიმარჯვებს, ქართველებს შეუძლიათ დაივიწყონ ტერიტორიების დაბრუნება - ბენ ჰოჯესი

გენერალ, ბენ ჰოჯესისთვის გაუგებარია, რატომ არ დგას საქართველო 100%-ით მტკიცედ უკრაინის გვერდით.

როგორც "მთავარ არხთან" საუბარში გენერალმა განაცხადა, თუ რუსეთი უკრაინაში გაიმარჯვებს, ქართველებს შეუძლიათ დაივიწყონ ტერიტორიების დაბრუნება.

მე არ მესმის, რატომ არ დგას საქართველო 100%-ით მტკიცედ უკრაინის გვერდით. ჩვენ ვილაპარაკეთ საერთაშორისო წესრიგზე, რომელიც სუვერენიტეტის პატივისცემას გულისხმობს. რუსეთი პატივს არ სცემს საქართველოს სუვერენიტეტს. მას ოკუპირებული აქვს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი და თუ უკრაინაში გაიმარჯვა, ქართველებს შეუძლიათ დაივიწყონ ტერიტორიების დაბრუნება. ასე, რომ გაიმარჯვებს თუ არა უკრაინა, ეს საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია." ამბობს ჰოჯესი.

მისივე თქმით, ქართული ეკონომიკა დამოკიდებულია სხვა ქვეყნების ეკონომიკაზე მათ შორის, შავი ზღვის საშუალებით და მნიშვნელოვანია, ეს სხვა ქვეყნები გრძნობდნენ საქართველოს მხრიდან საიმედო პარტნიორობას.

"რუსები უდანაშაულო ადამიანებს ხოცავენ ყოველდღიურად, როდესაც მშვიდობიან ქალაქებს ბომბავენ. როგორ შეიძლება, საქართველო ამას ყოველდღიურად არ გმობდეს. საქართველო შავი ზღვის ქვეყანაა, რომელიც რუსეთს ესაზღვრება და რუსეთის მხრიდან მანაც ძალიან იზარალა. როგორ შეიძლება, ამ ქვეყნის ხელისუფლება ყოველდღიურად არ ახსენებდეს ამას მსოფლიოს. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, აქ საუბარია ისტორიის სწორ მხარეს დგომაზე." ამბობს ჰოჯესი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა