თეგებით ძიება

"საოცრების მომსწრე გავხდით" - უძველეს "ზვიგენთა სასაფლაო" აღმოჩინეს

ინდოეთის ოკეანეში, ქოქოსის კუნძულების სიახლოვეს, უძველესი "ზვიგენთა სასაფლაო" აღმოჩინეს.

თავდაპირველად მეცნიერებმა იფიქრეს, რომ მათ ამოიღეს ბადე, რომელიც სავსე იყო დანალექი მანგანუმის ნატეხებით. თუმცა, ახლოდან დაკვირვების შემდეგ, ყველაფერი შეიცვალა.

„საოცრების მომსწრე გავხდით. ყველა მათგანი ნამარხი არ იყო, ზოგიერთი შედარებით ახალ მაკო ზვიგენს და დიდი თეთრი ზვიგენის ნათესავებს ეკუთვნოდა“, — ამბობს ავსტრალიის ვიქტორიას შტატის მუზეუმების კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი, დაიან ბრეი.

სართო ჯამში, 5,4 კილომეტრის სიღრმიდან, წყლიდან სხვადასხვა სახეობის მტაცებლის 750 მინერალიზებული კბილი ამოიღეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა