საშინელი ხანძრების სერია გრძელდება - მოსკოვში შენობა ჩამოინგრა, მეხანძრეები ცეცხლს ვერ აქრობენ
მოსკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ავტომომსახურების საწყობში ხანძრის ზონამ ორიათას კვადრატულ მეტრს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ხანძრის ჩაქრობაში ავიაცია ჩაერთვება. ხანძარის ქრობაში 136 ადამიანი და 48 ერთეული ტექნიკა მონაწილეობს.
მეტროპოლიტენ „დეპტრანსის“ ცნობით, საგანგებო მდგომარეობის გამო, მოძრაობა გადაკეტილია დობროლიუბოვას ქუჩაზე მოსკოვის ცენტრისკენ.