რუსეთი ბირთვული არსენალის განვითარებას გააგრძელებს - სერგეი შოიგუ
რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ რუსეთი ბირთვული არსენალის განვითარებას გააგრძელებს, რადგან ასეთი იარაღი მისი სუვერენიტეტის მთავარი გარანტიაა.
"რუსეთი გაზრდის საჰაერო კოსმოსური ძალების საბრძოლო შესაძლებლობებს - როგორც მებრძოლების და ბომბდამშენების მოქმედების თვალსაზრისით, ასევე უპილოტო საფრენი აპარატების გაუმჯობესების თვალსაზრისით. ჩვენი უახლოესი გეგმებია არსენალის გაფართოება. თანამედროვე დამრტყმელი იარაღის. ჩვენ უნდა გავაუმჯობესოთ კონტროლისა და საკომუნიკაციო სისტემა“, - განაცხადა შოიგუმ.