არაფერი კარგი არ მოხდება საქართველოს მთავრობისთვის, თუ მიხეილ სააკაშვილი ციხეში მოკვდება - ბენ ჰოჯესი
გენერალი, ბენ ჰოჯესი, რომელიც საქართველოში იმყოფება, საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ მისი ციხეში სიკვდილით საქართველოს ხელისუფლებისთვის კარგი არაფერი მოხდება.
"ყოფილი პრეზიდენტის ციხეში სიკვდილი ნიშნავს, რომ საკუთარი სახელმწიფოებრიობის მიმართ პატივისცემა არ გაქვს. რატომ გყავს ის გამოკეტილი, განა რა საფრთხეს წარმოადგენს ასეთს, რომ ეს ადამიანი, რომელიც აშკარად ავად არის, ჩაკეტილი ჰყავთ. მე როგორც ვიცი, ის უკრაინის მოქალაქეც არის და ეს ნიშნავს, რომ მეორე გზაც არსებობს - აქ ადამიანურ ღირსებაზე, კეთილშობილებაზეა საუბარი. მე იმედი მაქვს, რომ საქართველოს მთავრობა გამონახვას გზას, რომ მოაგვაროს ეს პრობლემა და არ გამოიწვიოს გამოუსწორებელი შედეგი. არაფერი კარგი არ მოხდება საქართველოს მთავრობისთვის, თუ მიხელ სააკაშვილი ციხეში მოკვდება. ნაცვლად ამისა, ისინი ყველაფერს უნდა აკეთებდნენ იმისთვის, რომ მან სათანადო სამედიცინო დახმარება მიიღოს" - ამბობს ბენ ჰოჯესი „მთავართან“.