თეგებით ძიება

აშკარაა, რომ მიხეილ სააკაშვილს აწამებენ - ბილ ბროუდერი

ე.წ. „მაგ­ნიტსკის სიის“ ერთ-ერ­თმა ავ­ტორ­მა, ბილ ბრო­უ­დერ­მა განაცხადა, რომ რაც უფრო მეტი ინ­ფორ­მა­ცი­აა იმის შე­სა­ხებ, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს აწა­მე­ბენ, უფრო სა­ვა­რა­უ­დოა, რომ შე­იქ­მნას დრო­ე­ბი­თი ე.წ. "სა­ა­კაშ­ვი­ლის სია“, სა­დაც შევ­ლენ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ ქმე­დე­ბა­ში იღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ამის შესახებ ბილ ბრო­უ­დერ­მა „ტვ პირ­ველ­თან“ ინ­ტერ­ვი­უს დროს გა­ნა­ცხა­და.

"იმე­დი მაქვს, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ახლა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს იღე­ბენ, შე­წყვე­ტენ ასეთ ქმე­დე­ბას, რად­გან თუ სა­ა­კაშ­ვი­ლი მოკ­ვდე­ბა, მათ მძი­მე ცხოვ­რე­ბა ელო­დე­ბათ. აშ­კა­რაა, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს აწა­მე­ბენ. ეს ფო­ტო­ე­ბი­და­ნაც ჩანს, არაა სა­ჭი­რო იყო სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი, რომ ეს და­ი­ნა­ხო. უფრო სა­ინ­ტე­რე­სო ის არის, თუ ვინ არის პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი, რად­გან პრო­კუ­რო­რე­ბი აფერ­ხე­ბენ მის თხოვ­ნას მი­ი­ღოს სა­მე­დი­ცი­ნო მკურ­ნა­ლო­ბა, ცი­ხის ექი­მე­ბიც, ალ­ბათ ჩარ­თუ­ლი არი­ან არა­სა­თა­ნა­დო აქ­ტი­ვო­ბა­ში და მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც გას­ცე­მენ ბრძა­ნე­ბებს. რაც მე­ტია ასე­თი ინ­ფორ­მა­ცია, მით უფრო სა­ვა­რა­უ­დოა, რომ შევ­ქმნათ დრო­ე­ბით, რო­გორც ჩვენ ვე­ძა­ხით, „სა­ა­კაშ­ვი­ლის სია“, სა­დაც შე­ვიყ­ვანთ იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ამას აკე­თე­ბენ. ეს და­უ­ჯე­რებ­ლად ბო­რო­ტუ­ლი ქმე­დე­ბაა. ეს ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი სა­კი­თხია და ყო­ველ­დღი­უ­რად ჩვენ ვის­მენთ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის­გან, რომ ჯი­უ­ტად არ ათა­ვი­სუფ­ლე­ბენ და არ აგ­ზავ­ნი­ან მას სამ­კურ­ნა­ლოდ ევ­რო­პა­ში. ამ­გვა­რად, სა­ქარ­თვე­ლო ანად­გუ­რებს მის რე­პუ­ტა­ცი­ას სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი წინ აღუდ­გა პუ­ტინს 2008 წელს, რო­დე­საც ის შე­მო­იჭ­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში. მან პერ­სო­ნა­ლუ­რი ვენ­დე­ტა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ. არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა­ში, რო­მელ­თაც პუ­ტი­ნი მოს­წონთ. ახლა კი აშ­კა­რაა, რომ ვი­თა­რე­ბა ნორ­მა­ლუ­რი გზით არ მი­დის. ჩემი აზ­რით, ამ ყვე­ლაფ­რის მიღ­მა ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი დგას. ის ცდი­ლობს შური იძი­ოს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­ზე, რო­მე­ლიც მას უპა­ტივ­ცემ­ლოდ მო­ექ­ცა. ასე­ვე ეს არის მე­სი­ჯი ვლა­დი­მერ ზე­ლენ­სკის­თვის - „აი, რა და­გე­მარ­თე­ბა შენც მო­მა­ვალ­ში“. ამი­ტომ, ეს არ უნდა და­ვუშ­ვათ.

სა­ქარ­თვე­ლოს შიდა პო­ლი­ტი­კა­ში ექ­სპერ­ტი არ ვარ, ამი­ტომ სპე­კუ­ლი­რე­ბას ვერ მო­ვახ­დენ იმა­ზე, თუ ვინ დგას ამის უკან. რისი თქმაც შე­მიძ­ლია არის ის, რომ მთავ­რო­ბამ ის სა­ზღვარ­გა­რეთ სამ­კურ­ნა­ლოდ უნდა გა­უშ­ვას სა­თა­ნა­დო მკურ­ნა­ლო­ბის მი­სა­ღე­ბად. თუ ამ გზას არ აირ­ჩე­ვენ, მა­შინ თა­ვად­ვე მო­ა­წე­რენ ხელს ძა­ლა­უფ­ლე­ბის და­კარ­გვას. და­სავ­ლეთ­თან მი­მარ­თე­ბით მათ პრობ­ლე­მე­ბი ათე­უ­ლო­ბით წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ექ­ნე­ბათ, მათ შო­რის სან­ქცი­ე­ბის თვალ­საზ­რი­სით“, - გა­ნა­ცხა­და ბილ ბრო­უ­დერ­მა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა