„რატომ არის სასაცილო “ბატონებთან“ დაკავშირებული რიტუალური ქმედებების არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად გამოცხადება?“ - ვახუშტი მენაბდე
კონსტიტუციონალისტი, ვახუშტი მენაბდე "ბატონების" რიტუალისთვის არამატერიალური ძეგლის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს.
„რატომ არის სასაცილო “ბატონებთან“ დაკავშირებული რიტუალური ქმედებების არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად გამოცხადება? არსებობს კონვენცია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, რომლის განმარტებაში მარტივად ჯდება ეს რიტუალი, ჩვენი ქვეყნის კანონი ასევე. გამოცხადების შემდეგ ეს ტრადიცია მოექცევა დაცვის ფარგლებში, რაც გულისხმობ იმას, რომ სახელმწიფო იღებს ვალდებულებას შესწავლაზე, მოძიებაზე, შენახვაზე. რიტუალი წარმართობის დროინდელია და დღემდე პრაქტიკული გამოყენება აქვს. ის ფასდაუდებელი წყაროა კულტურის, ანთროპოლოგიური, რელიგიის კვლევებისთვის. რატომ არის ეს არასერიოზული? იმიტომ რომ “ბნელი ქართველი ხალხი” დღემდე კიდებს წითელ ფარდებს ოთახში, დღემდე უმღერიან ბავშვებს და დღემდე ცდილობენ მათზე განსაკუთრებულ ზრუნვას? კულტურული უპირატესობის გრძნობა გიჩნდებათ და ეგ გსიამოვნებთ? უსაფუძვლოა ეგ გრძნობა. საჭიროა პატივი ვცეთ ადამიანთა შემოქმედებას, იმას, რომ ეს კონრეტული ჯგუფების იდენტობის ნაწილია. სერიოზულად თუ აღვიქვამთ ერთმანეთს და სასაცილოდ არ ავიგდებთ, არ დავამცირებთ იქნებ უკეთესი ქვეყნის აშენება შევძლოთ“, - წერს მენაბდე.
რატომ არის სასაცილო “ბატონებთან“ დაკავშირებული რიტუალური ქმედებების არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად გამოცხადება?...Posted by Vakhushti Menabde on Tuesday, 10 January 2023