სააკაშვილი გამხდარია, 73 კილოგრამს იწონის - რას ამბობს მსჯავრდებული პრეზიდენტის ადვოკატი?
ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ სასამართლო პროცესზე „ვივამედის“ ექთნის დაკითხვას მოითხოვენ.
„გარკვეული მოწმის დაკითხვას მოვითხოვთ დღეს, "ვივამედის" ერთ-ერთი ექთნის. ის ესწრებოდა იმ დალუქვის პროცესს, როდესაც ბატონმა ლახანმა აიღო თმის და ფრჩხილების ნიმუშები. ამ ეტაპზე გვექნება შუამდგომლობა, რომ ყოველდღე ჩატარდეს პროცესები“,- აღნიშნავს ხაჭაპურიძე.
მისივე თქმით, სააკაშვილი ამ ეტაპზე 73 კილოგრამს იწონის.
მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.