უკრაინული იარაღი, რომელიც ომის დროს მოგვცეს, საქართველოში არ ჩამოვიდა, რაც ჩამოვიდა ვადაგასული იყო - ბექა დავითულიანი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბექა დავითულიანი საქართველოს მხრიდან უკრაინისთვის "ბუკ"-ის სისტემების გადაცემაზე უარს ეხმაურება.
"უკრაინულ იარაღთან დაკავშირებით, მათ შორის აგვისტოს ომის დროს იყო ძალიან ბევრი მოთხოვნა ამ საქმის გამოძიების, იმიტომ, რომ ჩვენ გვახსოვს, რომ რაღაცები საერთოდ არ შემოვიდა. ეს საიდუმლო კონტრაქტია და დეტალებშ ვერავინ ვერ შედის. რაღაცები რაც კონტრაქტით იყო გათვალისწინებული საქართველომდე საერთოდ არ ჩამოსულა. რარაცები ჩამოვიდა და იყო ვადაგასული. ამ ომის პროცესში არც ერთ ქვეყანას, არც ერთი იარაღი არ გადაუცია საქართველოსთვის, იმიტომ რომ საკუთარი ქვეყნებისთვის არ შეექმნათ რისკები. მოთხოვნა ამ ტონალობით, რა ტონალობითაც ითხოვს, ჩემი აზრით, არც ერთ ეტიკეტში არ ჯდება. უკვე არამეგორბულია", - ამბობს ბექა დავითულიანი.
შეგახსენებთ, უკრაინამ საქართველოს სთხოვა 2008 წლის ომის დროს გადაცემული "ბუკის" კომპლექსების დაბრუნება - ეს განცხადება უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა უკრაინულ მედიაში გამოქვეყნებულ სტატიაში ისაუბრა.