ღვთისმშობლის ხატი და ფული მოიპარა - ეკლესიის და 2 სახლის ქურდობის ფაქტზე, ახალგაზრდა კაცი დააკავეს
მარტვილის პოლიციამ ეკლესიისა და 2 სახლის გაქურდვისთვის ახალგაზრდა კაცი დააკავა.
მან გაქურდა ორი საცხოვრებელი სახლი და ასევე ეკლესია, საიდანაც ღვთისმშობლის ხატი და ფული მოიპარა.
არსებული ინფორმაციით, პოლიციამ იგი საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავა, საიდანაც ნაქურდალი ნივთები ამოიღეს.