უკრაინა საქართველოში ელჩს აბრუნებს
უკრაინის ხელისუფლება საქართველოში ელჩს აბრუნებს.
უკრაინა საქართველოში ელჩად ვლადიმერ ლუკიანოვის დანიშვნას აპირებს. იგი მუშაობას, სავარაუდოდ, თებერვლის დასაწყისში დაიწყებს.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი 2022 წლის 1-ელ მარტს გაიწვია.