თეგებით ძიება

პოლონეთისა და ლიეტუვის პრეზიდენტები ლვოვში ჩავიდნენ - რაზე ისაუბრეს ვოლოდიმერ ზელენსკისთან ლიდერებმა?

პოლონეთისა და ლიეტუვის პრეზიდენტები ლვოვში ჩავიდნენ, სადაც ლიდერები უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდნენ.

პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ანდჟეი დუდამ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და გიტანას ნაუსედამ ლვოვში ხელი მოაწერეს ლუბლიანას სამკუთხედის პრეზიდენტების ერთობლივ დეკლარაციას.

“სრულმასშტაბიანი შემოჭრის პირველივე დღეებიდან ჩვენ ვგრძნობთ მხარდაჭერას პოლონეთისა და ლიეტუვის მოძმე ხალხისგან.

მადლობელი ვარ ანდჟეი დუდასი და გიტანას ნაუსედასი მათი ვიზიტისთვის. მადლობა ჩვენი ხალხის დახმარებისთვის!” - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა