ოკუპანტები სოლედარის მთლიანად დაპყრობას ცდილობენ - უკრაინა უახლეს ინფორმაციას ავრცელებს
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარი “ტელეგრამის” პირად გვერდზე წერს, რომ რუსი ოკუპანტები სოლედარის მთლიანად დაპყრობას ცდილობენ, მაგრამ წარუმატებლად.
“სოლედარში მძიმე ბრძოლები გრძელდება.
განცდილი დანაკარგების შემდეგ, მტერმა კიდევ ერთხელ შეცვალა თავისი ქვედანაყოფები, გაზარდა “ვაგნერელების” რაოდენობა, ცდილობს ჩვენი სამხედროების დაცვის გარღვევას და ქალაქის მთლიანად დაპყრობას, მაგრამ წარუმატებლად”, - წერს მალიარი.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.