მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესები 17 და 20 იანვარს ჩაინიშნა
საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესები 17 და 20 იანვარს ჩაინიშნა. ამის შესახებ დღევანდელი პროცესის დასრულებისას მოსამართლე, გიორგი არევაძემ განაცხადა.
ცნობილია, რომ ორივე სხდომა 11:00 საათზე დაიწყება.
ცნობისთვის, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ამერიკელი გასტროენტეროლოგი სტიუარტ ფინკელი გამოიკითხა.