ვანის მუნიციპალიტეტში ქარმა ხე წააქცია - დაშავდა ორი ადამიანი
ვანის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა ხე წააქცია, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა.
დაშავებულებიდან ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმე იყო, რის გამოც მას ოპერაცია ჩაუტარდა.
იმერეთში ქარი გუშინ გაძლიერდა. სინოპტიკოსები ძლიერ ქარს მომდევნო დღეებშიც პროგნოზირებენ.