ზაზა არ არის ის ადამიანი, რომლის დაქირავება და პროპაგანდაში ჩასმა შეიძლება – გია ხუხაშვილი
პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა ფილოსოფოს, ზაზა შათირიშვილზე და მის ბოლო დროინდელ განცხადებებზე ისაუბრა.
„ზაზა ჩემი მეგობარია, მიუხედავად იმისა, რომ რბილად რომ ვთქვათ, ჩვენი მოსაზრებები ერთმანეთს ძალიან დაშორდა, ზაზა არ არის ის ადამიანი, რომლის დაქირავება და პროპაგანდაში ჩასმა შეიძლება. შეიძლება ის ცდებოდეს, მაგრამ თავის შეცდომებშიც გულწრფელია. მე მას ასე ვიცნობ.
ზაზა შათირიშვილი მოსაზრებები აბსოლუტურად მიუღებელია, მაგრამ, მთავარია ისაა, რომ მისი განცხადებები ასოცირდება ხელისუფლებასთან და აზიანებს სახელმწიფო ინტერესს.
ზაზას, ისევე როგორც ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება ნებისმიერი შეთქმულების თეორია განავითაროს. ეს მათი პირადი აზრია და უფლებაა.
მაგრამ, თუ ეს აღიქმება სახელმწიფო პოლიტიკისა და პროპაგანდის ელემენტად, ეს უკვე ძალიან მძიმეა და ცუდი. ამაშია პრობლემა. ზაზა შათირიშვილის მოსაზრებებში კი არ არის პრობლემა, პრობლემა იმაშია, რომ ზაზა ასოცირდება ხელისუფლებასთან. მისი ნათქვამი აღიქმება, როგორც ხელისუფლების აზრი“, - განაცხადა ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“.