საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკება შეუძლებელია… - მიხაილო პოდოლიაკი
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკება შეუძლებელია. ამის შესახებ პოდოლიაკმა უკრაინელ ჟურნალისტ, ვასილ გოლოვანოვთან ინტერვიუში განაცხადა.
“საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკება შეუძლებელია… ისინი სხვა რეალობაში არიან... საქართველოსადმი ძალიან მარტივი დამოკიდებულება მაქვს. არის ქართველი ხალხი, თუმცა, სამწუხაროდ, მათ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვეს, როცა ასეთი ხელისუფლება აირჩიეს. ხელისუფლება, რომელსაც ბატონი ივანიშვილის სახელი ჰქვია, რუსეთის ფედერაციას ფართოდ გახელილი ან ფართოდ დახუჭული თვალებით უყურებს და მისგან ელის ენერგეტიკასთან დაკავშირებული რაღაც პრობლემების გადაჭრას და არა 2008 წლის ომის გაგრძელებას, რაც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის გახანგრძლივებას გულისხმობს”, – განაცხადა პოდოლიაკმა.
მისი აზრით, საქართველოში უცნაური ვითარებაა, ვინაიდან ხელისუფლება მხარს უჭერს პრორუსულ ღირებულებებს, თუმცა ამავდროულად სურს წვდომა ჰქონდეთ ევროპულ ბაზრებსა და ფულზე.
ინტერვიუში პოდოლიაკმა ასევე ისაუბრა საქართველოს ხელისუფლების პოზიციაზე უკრაინისთვის იარაღის გადაცემასთან დაკავშირებით. მან აღნიშნა, რომ უამრავი პატარა ქვეყანაა მზად არის, უკრაინას იარაღითაც დაეხმარონ.
“არის ისეთი ქვეყნები, როგორიც საქართველოა. და ეს ძალიან გასაკვირ ფაქტად ჩაიწერება ისტორიაში, რომ საქართველოს ხელისუფლებამ 2022-2023 წლებში, რომელსაც რუსული შოვინისტური ელიტა თავს 2008 წელს დაესხა, განაგრძობს უკრაინისადმი უპატივცემულობის გამოხატვას, ევროპის რუსული ექსპანსიონიზმის პროცესისგან გათავისუფლებისას. დაე ქართველებმა მომავალში ამით იცხოვრონ”, – თქვა პოდოლიაკმა.