თეგებით ძიება

ავტომობილი ხევში გადავარდა - დაღუპულია სიღნაღის მერიის თანამშრომელი

სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ნუკრიანი-ჩალაუბნის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავარია მოხდა. თვითმხილველების თქმით, „ტოიოტა რავ 4“-ის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხევში გადავარდა.

შემთხვევის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა ავტომობილის მგზავრი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი, ხოლო რამდენიმე ადამიანი დაშავდა, შედარებით მძიმეა ერთი მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ის კლინიკაშია გადაყვანილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა