თეგებით ძიება

დარწმუნებული ვარ, სააკაშვილი 1 წლის მერეც ცოცხალი იქნება - გელა ნიკოლაიშვილი

სპეციალური პენიტენციური დეპარტამენტის ადვოკატის, გელა ნიკოლაიშვილის თქმით, ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელმა სასამართლო პროცესმა დაადასტურა, რომ მიმდინარეობს სასჯელის მოხდისგან თავის არიდების გეგმის შესრულების ოპერაცია.

„მე არ ვამბობ, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის დაავადებული, რაღაც დაავადებებით, რომელიც სტრესისგან და შეუგუებლობისგან არის გამოწვეული. ჩვენ ვიხილავთ იმას, რომ არის თუ არა სააკაშვილი მძიმედ დაავადებული და ეს მძიმე დაავადება არის თუ არა ისეთი, რომლის მკურნალობა საქართველოს სამედიცინო დაწესებულებაში არ შეიძლება, ამაზეა საკითხი.

მეორე მხარე პროპაგანდისტულია, სამართლებრივი და სამედიცინო კუთხით, ყოველთვის აკეთებდა აქცენტებს იმაზე, რომ ის მოწამლეს, არასათანადოდ მკურნალობენ და ამავე დროს ამბობენ, ამაზე რატომ გვპასუხობთო“,- განაცხადა ნიკოლაიშვილმა.

ნიკოლეიშვილის თქმით, სააკაშვილის მკურნალობა, თუ ის დაექვემდებარება და თვითდაზიანებას არ გააგრძელებს, სავსებით შესაძლებელია საქართველოს ფარგლებშიც.

„დარწმუნებული ვარ, რომ 6 თვის, 1 წლის მერეც სააკაშვილი ცოცხალიც იქნება და ჯანმრთელიც, განურჩევლად იმისა იქნება პენიტენციურ დაწესებულებაში, საქართველოს რომელიმე კლინიკაში თუ საზღვარგარეთ. მერე იტყვიან, ავად იყო, მაგრამ ჩვენ ვუმკურნალეთო. როგორც ცნობილია „დემენცია“ საერთოდ არ იკურნება, მაგრამ გამონაკლისი იქნება“, – განაცხადა ნიკოლაიშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა