უკრაინაში რუსეთის ომს დღეიდან ვალერი გერასიმოვი უხელმძღვანელებს
რუსეთის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული არმიის სარდლად, რომელიც უკრაინაში ომს აწარმოებს, გენერალური შტაბის უფროსი, არმიის გენერალი ვალერი გერასიმოვი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილი მეთაური სერგეი სუროვიკინი მისი სამი მოადგილისგან ერთ-ერთის თანამდებობას დაიკავებს. ის რჩება საჰაერო კოსმოსური ძალების მეთაურის თანამდებობაზეც.
„სპეციალური სამხედრო ოპერაციის ხელმძღვანელობის დონის ამაღლება დაკავშირებულია მისი განხორციელების პროცესში გადაჭრილი ამოცანების მასშტაბის გაფართოებასთან“ , – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.