"ლიზამ შეცვალა ეპოქა!... დიდი ხანია ვითმენ, მაგრამ მაინც უნდა დავწერო!..." - რას წერს გურამ შეროზია ლიზა ქისტაურზე?
ბლოგერი, გურამ შეროზია სოციალურ ქსელში წერს ბელგიაში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილ ტრანსგენდერ, ლიზა ქისტაურზე და აღნიშნავს, რომ მან ეპოქა შეცვალა.
"დიდი ხანია ვითმენ, მაგრამ მაინც უნდა დავწერო!
მთელი ამბები იყო ატეხილი კომენტარებში, ratom glovobt lizas roca amdeni adamiani ixupebaa
დიახ, ლიზამ შეცვალა ეპოქა!
- იბრძოდა მავნე სტერეოტიპების წინააღმდეგ, როცა ეს საშიში იყო და როცა ყველა მის წინააღმდეგ იყო!
- ლამის მთელი ცხოვრება ნეგატივის მოგერიებაში გაატარა და მაინც რჩებოდა ადამიანად
- მან და დედამისმა გვაჩვენეს საოცარი ნიმუში დედა-შვილობის, როგორ შეიძლება შეინარჩუნო სიყვარული და ვერაფერი ჩაგიდგეს შუაში
- მთელი მისი ცხოვრება ბრძოლა იყო და ბევრი მისი მსგავსი ადამიანის ცხოვრება შეცვალა, სიცოცხლეშიც და ღრუბლებში გაფრენის შემდეგაც ????
- იყო ნიჭიერი ბლოგერი, პაროდისტი, მღეროდა სასიამოვნოდ და ბევრი კუთხით გვაჩვენა თავისი შესაძლებლობები!
ვიღაცას ეწერა და მთელი გულით დავეთანხმე: მგონია, რომ ღმერთი პირველი მას მიიღებს, ვინც ადამიანებმა არ მიიღეს...
მშვიდად განისვენე და მადლობა იმისთვის, რომ ბევრი სინათლე დატოვე...", - წერს გურამ შეროზია.