თეგებით ძიება

ხელმძღვანელობა და მენეჯმენტი - ურთიერთკავშირი და განსხვავებები

ხელმძღვანელობა და მენეჯმენტი - ტერმინები, რომლებიც ხშირად ერთად განიხილება. აუცილებელია გვესმოდეს, რომ ხელმძღვანელობა ეფექტური მენეჯმენტის განუყოფელი ნაწილია.

საუკეთესო ლიდერის ქცევა, როგორც მენეჯმენტის გადამწყვეტი კომპონენტი, განაპირობებს გარემოს შექმნას, სადაც თითოეული თანამშრომელი ვითარდება და გამოირჩევა. ხელმძღვანელობა განისაზღვრება, როგორც გუნდზე გავლენის მოხდენისა და მიზნების მიღწევისკენ მიმართული ძალისხმევის პოტენციალი. ლიდერები შეიმუშავებენ და იყენებენ სტრატეგიებს, რომლებიც ინარჩუნებს კონკურენტულ უპირატესობას.

ხელმძღვანელობა განსხვავდება მენეჯმენტისგან იმ თვალსაზრისით, რომ: მენეჯერები აყალიბებენ სტრუქტურას და დელეგირებენ უფლებამოსილებასა და
პასუხისმგებლობას, ლიდერები კომპანიას აძლევენ მიმართულებას ორგანიზაციული ხედვის შემუშავებით, შემდეგ ამ ხედვის თანამშრომლებთან წარდგენით და მისი რეალიზაციისთვის მათი შთაგონებით.

მენეჯმენტი მოიცავს დაგეგმვას, ორგანიზებას, პერსონალის დაკომპლექტებასა და მის კონტროლს; ხელმძღვანელობა, ძირითადად, მენეჯმენტის სახელმძღვანელო ფუნქციის ნაწილია. ლიდერები ყურადღებას ამახვილებენ მოსმენაზე, ურთიერთობების დამყარებაზე, გუნდურ მუშაობაზე, თანამშრომელთა მოტივაციაზე. მენეჯერები მიჰყვებიან ორგანიზაციის პოლიტიკასა და პროცედურებს, ლიდერები კი - საკუთარ ინსტინქტს. მენეჯმენტი, გარკვეულწილად, მეცნიერული მიმართულებაა, რადგან მენეჯერები ზედმიწევნით სტანდარტულად, ლოგიკურად ადგენენ გეგმებს. ხელმძღვანელობა, თავის მხრივ, ხელოვნებაა. მენეჯმენტი ეხება ტექნიკურ განზომილებას ორგანიზაციაში ან სამუშაოს შინაარსს, ხელმძღვანელობა კი - ადამიანურ ასპექტს ორგანიზაციაში.
მენეჯმენტი განსაზღვრავს/აფასებს ადამიანებს მათი გამოცდილებისა და აწმყო საქმიანობის მიხედვით და ეფუძნება წერილობით კომუნიკაციას, ხოლო ხელმძღვანელობა - უმეტესად ვერბალურ კომუნიკაციას. ხელმძღვანელობა მენეჯმენტის თანხლებით

ადგენს ახალ მიმართულებას და ეფექტურად იყენებს რესურსებს მისი რეალიზებისთვის. ხელმძღვანელობაც და მენეჯმენტიც აუცილებელია როგორც ინდივიდუალური, ასევე ორგანიზაციული წარმატებისთვის.

https://www.managementstudyguide.com/leadership-management.htm


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა