თეგებით ძიება

არასოდეს დავუშვებთ, შეიარაღებულ სამოქალაქო ომს საქართველოში - რას ამბობს ვანო ნადირაძე? (ვიდეო)

უკრაინაში მებრძოლი ქართველი, ვანო ნადირაძე აცხადებს, რომ ის და მის გარშემო მყოფი მებრძოლები, საქართველოს წინააღმდეგ არასდროს, არაფერს მოიმოქმედებენ. ამის შესახებ მებრძოლმა “ფორმულას” ეთერში განაცხადა.

“მე ის თაობა ვარ, რომელმაც ნახა სამოქალაქო ომი, მე ის თაობა ვარ, რომელმაც დანგრეული თბილისი ნახა. კიდევ ერთი შეიარაღებული დაპირისპირება ჩვენ ათწლეულებით უკან დაგვაბრუნებს. ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, მით უმეტეს სხვა ქვეყნიდან, არაფერს მოვიმოქმედებთ.

რაც არ უნდა პოლიტიკური წინააღმდეგობა გვქონდეს, მე პირადად და ჩემ გარშემო მყოფი მებრძოლები არასოდეს დავუშვებთ შეიარაღებულ სამოქალაქო ომს საქართველოში”, - აცხადებს ვანო ნადირაძე.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა